Total Pageviews

Sunday, November 23, 2014

რჩევა

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს ისევ დავდებ ინფორმაციას თემაზე "როგორ შევარჩიოთ სასურველი ტუში" იმედია მოგეწონებათ.

თუ ხშირად ძვირად ღირებული ტუშიც გიყიდიათ და ისეთი არ გამომდგარა, როგორსაც ელოდით. 

თქვენს მეგობარს კი იაფფასიანი აქვს და ის უფრო მოგწონთ, გირჩევთ, კარგად გაეცნოთ ამ სტატიას, რათა მომავალში ტუშის არჩევაში აღარ შეცდეთ. დააკვირდით ფოტოს:

1. მსხვილი ფუნჯია, გრძელი და ხშირი წამწამების მქონე მანდილოსნებს გამოადგება. 

2., 4 და 6 სტანდარტული ფუნჯებია. თუმცა, წამწამებს უფრო ბუნებრივ ელფერს ანიჭებენ. 

3. ასეთი ჯაგრისი წამწამებს მოცულობას ძირებიდან უმატებს და თითოეულ წამწამს იდეალურად ღებავს. 

5.”სამი ერთში” - წამწამებს აგრძელებს, მოცულობას მატებს და კარგადაც ახვევს. კარგ ეფექტს იძლევა მოკლე წამწამებზეც. 

7. კარგად ღებავს და ოდნავ ახვევს წამწამებს. ნატურალური ეფექტი აქვს და დღის მაკიაჟისთვის გამოდგება. 

8. კარგად ახვევს და წამწამებს მოცულობას ძირებიდან ანიჭებს. კარგ ეფექტს იძლევა როგორც გრძელ, ასევე მოკლე წამწამებზე. 

9. ისეთივე ფუნქცია აქვს, რომელიც ნომერ პირველ ფუნჯს. უბრალოდ, მოცულობით პატარა. 

No comments:

Post a Comment