იმისათვის, რომ ქალბატონები ლამაზად და მომხიბვლელად გამოვიყურებოდეთ აუცილებელია მაკიაჟის სწორად შერჩევა და შემდეგ გაკეთება. მასზე უდაოდ ბევრია დამოკიდებული. დაუთმეთ დრო ლამაზ მაკიაჟს, მას შეუძლია როგორც წარმატების ასევე წარუმატებლობის მოტანაც.
1.მაკიაჟის არჩევა ძირითადად დამოკიდებულია სტილზე და მოდურ ტენდენციებზე, ასევე მნიშნველოვან როლს თამაშობს გემოვნება. მაკიაჟის გაკეთება აუცილებლად უნდა დაიწყოთ სახის გაწმენდით. მას შემდეგ რაც მორჩებით გასუფთავებას, წაისვით პუდრი ან ტონალური კრემი თანაბრად. ეცადეთ, რომ არ იყოს ადვილად შესამჩნევი და გამოკვეთილი. უმჯობესია, რომ ტონალური და პუდრი ესატყვისებოდეს თქვენი კანის ფერს, მათი მთავარი დანიშნულებაა სახის ნაკლის დაფარვა. როგორც წესი უმჯობესია პუდრის გამოყენება, რადგან ის ყველაზე ნაკლებად აზიანებს სახის კანს. რუჟი (რუმიანა) გამოიყენება სახის ფორმის მისაცემად. არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ მის გამოყენებას იმ შემთხვევაში თუ არ იცით მისით სწორად სარგებლობა.
2.აუცილებლად გაითვალისწინეთ თმის, თვალის, ტანსაცმლის ფერი და რაც მთავარია ის, თუ სად მიდიხართ. სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
3.თვალის ჩრდილის გაკეთებისას მთლიანად დაფარეთ ქუთუთო საშუალო ტონის ჩრდილით. თვალის ზედა და ქვედა მხარეს გაიკეთეთ კონტური. გაითვალისწინეთ თქვენი თვალის ფორმა თვალის ფანქრის გამოყენებისას. წარბის მიდამოები განსაკუთრებით გაამუქეთ. ღრმად წასმული ფანქარი ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ქუთუთოზე წასმული კი საპირისპიროდ - ადიდებს.
რჩევა
ძილის წინ აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი. მისი დატოვება დაგიზიანებთ კანს.
No comments:
Post a Comment