Total Pageviews

Sunday, November 16, 2014

ინფორმაცია 3

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა ვისაუბროთ თემაზე: 7 მავნე ჩვევა რომელიც მთელი დღის გეგმებს ჩაგიშლით. იმედია მოგეწონებათ:

ადგომის ნაცვლად ლოგინში კოტრიალიიმის მაგივრად, რომ გაღვიძებისთანავე წამოხტეს, ბევრი მაღვიძარას დარეკვის დროს რამდენჯერმე "გადაავადებს" ხოლმე. ამ ჩვევას წარმატებისკენ ნამდვილად არ მიჰყავხართ. იმის მაგივრად, რომ დღე მხნედ დაიწყოთ, თავადვე უმზადებთ საკუთარ თავს სტრესს. 

საუზმის გამოტოვებაპირველი საკვების მიღების იგნორირება კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომაა. დამტკიცებულია, რომ საუზმე "ქოქავს" ჩვენს მეტაბოლიზმს, აფხიზლებს ორგანიზმს. შესაბამისად, ფხიზელი გონება შეცდომების დაშვების რისკებისგან გვიცავს. 

დილით გაზეთების კითხვა და საინფორმაციოს ყურებაგაღვიძებიდან პირველი 3 საათი ყველაზე პროდუქტიულია. იმის მაგივრად, რომ ეს დრო თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს მოახმაროთ, სხვისი ამბებით იმძიმებთ თავს. აბა ამის მერე რომელ პროდუქტიულ დღეზე ფიქრობთ. 

გეგმების არარსებობადამტკიცებულია, რომ დაგეგმილი დღე უფრო ეფექტური და შედეგიანია. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ რა და როგორ გააკეთოთ, დიდი მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ.

სია არ გაქვთგეგმები მხოლოდ სამსახურში კი არა, ოჯახურ საქმეებშიც 

აუცილებელია. საყიდლებისა და გასაკეთებელი საქმეების სია ამარტივებს ცხოვრებას. 

ინტერნეტიინტერნეტში ქექვისას დრო შეუმჩნევლად გადის, უფრო სწორად, კი არ გადის, იკარგება. ფოსტა, ფეისბუქი, ამინდის საიტი და უკვე მოწყდით რეალურ დროს. 

ნეგატივიდილით ცუდ ხასიათზე დადგომა კიდევ ერთი მავნე ჩვევაა. დილიდანვე არ უნდა შთააგონოთ თავს, რომ წინ უამრავი საქმე გელით. ეს განწყობა სასიცოცხლო ძალებს წაგართმევთ...

No comments:

Post a Comment