Total Pageviews

Sunday, November 16, 2014

ინფორმაცია 4

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა ესეთი მინი ინფორმაცია გავაკეთო თემაზე: 15 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს . იმედია მოგეწონებათ.
ზამთარი კარსაა მომდგარი და ეს იმას ნიშნავს, რომ რომ ყოველდღიურად თბილი ლოგინიდან ადგომა უფრო და უფრო გაგვიჭირდება.
 ჩვენ შევარჩიეთ 15 რჩევა იმისათვის, რომ 
დილაობით თავი მხნედ
 და ენერგიულად იგრძნოთ.
 1. სადილობის დროს ფეხით გაისეირნეთ. დღის განმავლობაში ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ეს ჯანმრთელი ძილისა და მსუბუქი გაღვიძების საშუალებაა. 

2. უმჯობესია, დილის ვარჯიში, სირბილი საღამოს გადაიტანოთ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ზამთარში საღამოს ვარჯიში დილისაზე ეფექტურია.

3. ეცადეთ 20 საათის შემდეგ არ უყუროთ ტელევიზორს, არ იძრომიალოთ ინტერნეტში. 

4. დაწოლამდე საძინებელში არომატული ჩხირები ან არომატული ლამპრები აანთეთ, რაც ძილის განწყობას შეგიქმნით. დაძინებამდე მათი ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ. 

5. არ ჭამოთ ძილის წინ და საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საუზმეზე, საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდებით. დილით მსუბუქი შიმშილის გრძნობით გაგეღვიძებათ. შიმშილის გრძნობა კი სწრაფად გამოგაფხიზლებთ.

6. თუ გეძინებათ, დაიძინეთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ გგონიათ, რომ ადრეა. ძილის დამატებითი 1-2 
საათი მხნესა და აქტიურს გაგხდით.

7. დაძინებამდე ოდნავ ღია დატოვეთ ფანჯარა. დილით სუფთა ჰაერიც გამოგაფხიზლებთ. 

8. მაღვიძარა საწოლიდან მოშორებით (უმჯობესია საძინებლის შორეულ კუთხეში, კარის უკან ან საერთოდ სხვა ოთახში) დადგით. მის გამოსართველად კი აუცილებლად მოგიწევთ ადგომა

9. უმჯობესია, მაღვიძარაზე რაიმე სასიამოვნო მელოდია დააყენოთ. თუნდაც ენერგიული, რომ უცბად გამოფხიზლდეთ. 


10. გაღვიძებისას გაიღიმეთ და გაიფიქრეთ, რომ დღეს საინტერესო თავგადასავალი გელით. ან წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში რომ არ მიხვიდეთ აუცილებლად გაფუჭდება საქმე, კოლეგები უთქვენოდ მოიწყენენ და ა.შ.

11.
 გაღვიძებისას რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ. დაიზილეთ თითები, ხელიგულები, თბილი თითებით კი ყურებიც დაიზილეთ.

12
. ყოველ საღამოს დაისახეთ მიზანი, რომელიც დილით უნდა განახორციელოთ. გაღვიძებისთანავე გადასწიეთ ფარდები, აანთეთ შუქი, ეს უფრო სწრაფად გამოგაფხიზლებთ.

13
. გააღეთ ფანჯარა (ყინვაშიც კი) და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს პროცედურა გამოგაფხიზლებთ და სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ.

14
. საუზმობამდე დალიეთ 1 ჭიქა ცივი წყალი. ეს გაღვიძებასაც შეუწყობს ხელს და ორგანიზმსაც მოამზადებს საკვების მოსანელებლად.

15
. დაბოლოს, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას რომ 5 წუთი "წაიძინოთ". ეს 5 წუთი შეიძლება ნახევარი საათი გაგრძელდეს.


No comments:

Post a Comment