Total Pageviews

Wednesday, November 5, 2014

თუ საკუთარი თავი გიყვართ

ალბათ,ბევრი ჩაილაპარაკებს ირონიით თავისი თავი ვის არ უყვარსო მაგრამ აბა ჩაიხედეთ გულში, განა ყოველთვის ახერხებთ მიხედოთ თქვენს თავს თქვენს გარეგნობას , გაიჯანსაღოთ სხეული და კანი გაიმხნევოთ გუნება-განწყობა ? ალბათ არა . განა არ გსურთ !? მაგრამ ხან დაღლილი ხართ , ხან დრო არ გყოფნით ხან კი ფინანსები,ხანაც კი უბრალოდ გეზარებათ. ეს ყველაფერი გასაგებია , რადგან ყველა ეს მიზეზი რეალური და , ხშირად ობიექტურიცაა . მაგრამ ეს მიზეზები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და შედეგად- არაფერი გარდა ჩალურჯებული თვალებისა,მოდუნებუი სხეულის და  მოშლილი ნერვების . ყოველივე ეს რომ არ მოხდეს , თქვენი ჯიბეც რომ არ დაზარალდეს და თან ყველაფერი ეს ძალიან საინტერესო და სახალისო იყოს ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი დაქალი (ან ოჯახის წევრი) რომ ერთად შეუდგეთ საქმეს. თუ ისეთი სამსახური დაქვთ რომ დილით ვერ ასწრებთ უახლოეს ოარკში ან სკვერში გასეირნებას აუცილებლად გააკეთეთ დილის ვარჯიშები ღია ფანჯარასთან ამის შემდეგ , მიიღეთ ცხელი შხაპი და სახეს მიხედეთ : სახე გაიწმინდეთ "ტინიკით" ან სპეციალური კოსმეტიკური რძით შემდეგ წაისვით ტონალური კრემი და ბოლოს მაკიაჟი . როცა რამეს შეჭამთ ჭამეთ დინჯადნ და აუჩქარებლად . უქმე დღეები გაატარეთ იმაში რაც თქვენ მოგწონთ , გაერთეთ მეგობრებთან ერთად და ა.შ          
ვისაც მოგწონთ ეს გვერდი გთხოვთ follow

1 comment: