Total Pageviews

Monday, November 24, 2014

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დიდ ბოდიშს გიხდით რომ ზოგ პოტოს არ ხსნის




Sunday, November 23, 2014

style

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს დავდებ ინფორმაციას თემაზე "რა რასთან ვატაროთ" იმედია მოგეწიონებათ.

თეთრი: ეხამება ყველა ფერს. საუკეთესო შეთანხმებად ითვლება: ლურჯთან, წითელთან, შავთან. 

კრემისფერი: 
ცისფერთან, ყავისფერთან, ზურმუხტისფერთან, შავთან, წითელთან და თეთრთან. 

ნაცრისფერი: 
კარგად ეხამება ფუქსიას, წითელს, იასამნისფერს, ვარდისფერსა და ცისფერს. 

ვარდისფერი:
 ყავისფერთან, თეთრთან, სალათისფერთან, ნაცრისფერთან, ღია ყვითელთან და ყავისფერთან. 
წითელი: ყვითელთან, თეთრთან, მწვანესთან, ლურჯთან და შავთან. 

ალუბლისფერ-წითელი: 
ფირუზისფერთან, ნაცრისფერთან, ღია ფორთოხლისფერთან, ქვიშისფერთან, ღია ყვითელთან და კრემისფერთან. 

ჟოლოსფერ-წითელი: 
თეთრი, შავი. 

ყავისფერი: 
ღია ცისფერი, ღია კრემისფერი, ვარდისფერი, მწვანე, კრემისფერი. 

ღია ყავისფერი:
 ღია ყვითელი, კრემისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი, წითელი. 

მუქი ყავისფერი:
 ლიმონისფერ-ყვითელი, ცისფერი, ბალახისფერ-მწვანე, ვარდისფერი, ლიმონისფერი. 

ჟღალ-ყავისფერი:
 ვარდისფერი, მუქი ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, იისფერი. 

ფორთოხლისფერი: 
ცისფერი, ნაცრისფერი, იასამნისფერი, თეთრი, შავი, მწვანე. 

ღია ფორთოხლისფერი:
 ნაცრისფერი, ყავისფერი, ზეთისხილისფერი. 

მუქი ფორთოხლისფერი: 
ყავისფერი, ალუბლისფერი, ღია ყვითელი, ზეთისხილისფერი. 

ყვითელი: 
ლურჯი, მუქი იასამნისფერი, ღია ცისფერი, ნაცრისფერი, შავი. 

ლიმონისფერ-ყვითელი:
 ალუბლისფერ-წითელი, ყავისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი. 

ღია ყვითელი:
 ფუქსია, ნაცრისფერი, ყავისფერი, წითლის ყველა ტონი, ყვითელ-ყავისფერი, ლურჯი, იისფერი. 


ოქროსფერ-ყვითელი:
 ნაცრისფერი, ყავისფერი, ფირუზისფერი, წითელი, შავი. 

ზეთისხილისფერი: 
ფორთოხლისფერი, ღია ყავისფერი, ყავისფერი. 

მწვანე:
 ოქროსფერ-ყავისფერი, ფორთოხლისფერი, სალათისფერი, ყვითელი, ყავისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი, შავი, თეთრი. 

სალათისფერი:
 ყავისფერი, ყვითელ-ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, წითელი, ფუქსია. 

ფირუზისფერი:
 ფუქსია, ალუბლისფერ-წითელი, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი, იისფერი. 

ცისფერი:
 წითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი, ფორთოხლისფერი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი. 

ლურჯი:
 ცისფერი, ყვითელ-მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი, ღია ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე, წითელი, თეთრი.

 იისფერი: ფორთოხლისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ნაცრისფერი, თეთრი. 

იასამნისფერი: 
ოქროსფერ-ყავისფერი, ღია ყვითელი, ნაცრისფერი, ფირუზისფერი, მუქი სალათისფერი, თეთრი, წითელი. 

შავი:
 უნივერსალური, ელეგანტური ფერი, რომელიც იდეალურად ეხამება: ფორთოხლისფერს, წითელს, თეთრს, სალათისფერს, ვარდისფერს, მწვანეს, ყვითელს, იასამნისფერს. 

რჩევა

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს ისევ დავდებ ინფორმაციას თემაზე "როგორ შევარჩიოთ სასურველი ტუში" იმედია მოგეწონებათ.

თუ ხშირად ძვირად ღირებული ტუშიც გიყიდიათ და ისეთი არ გამომდგარა, როგორსაც ელოდით. 

თქვენს მეგობარს კი იაფფასიანი აქვს და ის უფრო მოგწონთ, გირჩევთ, კარგად გაეცნოთ ამ სტატიას, რათა მომავალში ტუშის არჩევაში აღარ შეცდეთ. დააკვირდით ფოტოს:

1. მსხვილი ფუნჯია, გრძელი და ხშირი წამწამების მქონე მანდილოსნებს გამოადგება. 

2., 4 და 6 სტანდარტული ფუნჯებია. თუმცა, წამწამებს უფრო ბუნებრივ ელფერს ანიჭებენ. 

3. ასეთი ჯაგრისი წამწამებს მოცულობას ძირებიდან უმატებს და თითოეულ წამწამს იდეალურად ღებავს. 

5.”სამი ერთში” - წამწამებს აგრძელებს, მოცულობას მატებს და კარგადაც ახვევს. კარგ ეფექტს იძლევა მოკლე წამწამებზეც. 

7. კარგად ღებავს და ოდნავ ახვევს წამწამებს. ნატურალური ეფექტი აქვს და დღის მაკიაჟისთვის გამოდგება. 

8. კარგად ახვევს და წამწამებს მოცულობას ძირებიდან ანიჭებს. კარგ ეფექტს იძლევა როგორც გრძელ, ასევე მოკლე წამწამებზე. 

9. ისეთივე ფუნქცია აქვს, რომელიც ნომერ პირველ ფუნჯს. უბრალოდ, მოცულობით პატარა. 

რჩევები

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლლებო დღეს დავდებ  ინფორმაციას თემაზე "მოდის მიმდევარი ქალის 6 წესი" იმედია მოგეწონნებათ .

წესი # 1
მოდის მიმდევარი ქალები თავს იწესრიგებენ არა მხოლოდ საზოგადოებაში გასვლის წინ, არამედ მაშინაც კი, როცა სახლს ალაგებენ, ვარჯიშობენ, ამზადებენ სადილს ან უბრალოდ, ისვენებენ. 

წესი # 2
მოდის მიმდევარი ქალების მთავარი კოზირია ზომიერება სამოსისა და აქსესუარების შერჩევისას. მათი მიმზიდველობა იმაში იმალება, რომ შეუძლიათ შეადგინონ გარდერობი მცირე რაოდენობის ნივთებისგან. პატარა შავი კაბა, კლასიკური პერანგი, ჯინსი, კარგი ფეხსაცმელი, ტყავის ჩანთა და ზამთრის პალტო – ნივთები, რომელთა გარეშეც არ არსებობს არცერთი ჭეშმარიტი მოდის მიმდევარი ქალი.

წესი # 3
მბზინავი და ჯანმრთელი კანი – ძალიან მიმზიდველია. ამიტომაც სახის კანის მოვლა მოდის მიმდევარი ქალებისთვის პრიორიტეტია.

წესი # 4 
თმა. ის შეიძლება იყოს გრძელი ან მოკლე, მაგრამ ყოველთვის ისეთი, როგორიც ბუნებამ ჩაიფიქრა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჭეშმარიტი მოდის მიმდევარი ქალი ბუნებრივად მუქთმიანია, ის არ ცდილობს გახდეს ქერა და პირიქით. მისი თმა ყოველთვის ბზინვარეა და ჯანმრთელი.

წესი # 5
ჯანმრთელობა. თანამედროვე მოდის მიმდევრები ყოველთვის გამოძინებულები არიან და სვამენ ბევრ წყალს. მიირთმევენ ბევრ რძის პროდუქტს, ხილსა და ბოსტნეულს, ახლოს არ ეკარებიან ფასტ-ფუდს. არ ნერვიულობენ წვრილმანებზე, შეუძლიათ მოდუნდნენ და მიიღონ სიამოვნება ყოველი დღიდან.

წესი # 6
სწორედ მაღალი თვითშეფასება ხდის ჭეშმარიტ მოდის მიმდევარს მიმზიდველს, მიუხედავად იმისა, როგორი აღნაგობა აქვს და რა ზომა სამოსს იცვამს ის. ის იღებს საკუთარ თავს ისეთად, როგორიც არის და ყოველთვის "საკუთარ ტყავში" გრძნობს თავს. თუნდაც ძალიან დაღლილი იყოს – ის მაინც წელში გამართულია, არ ჩამოყრის მხრებს და ამაყად, თავაწეული ივლის.



ჯემპრები

გამარჯობათ ძვირფასო ძვიფასო მომხმარებლებო. როგოც იცით უკვე ზამთარი გვიახლოვდება ამიტომ მინდა დაგელაპარაკოთ ზამთრის ტანსაცმელებზე. ეხლა ძალიან არის მოდაში ნაქსობი ჯემპრები მაგალითად როგორებიც გვაქვს მოცემული ამ ფოტოზე ასეთ ჯემპრებს ძალიან უხდება ფერადი ელასტიკებიმაგალითად როგორებიც გვაქვს მოცემული ამ ფოტოზე

Tuesday, November 18, 2014

style

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო და ,
დღეს მინდა გესაუბროთ უბრალოდ მოდაზე. იმედია მოგეწონებათ. ახლა ძალიან მოდაშია იმდაგვარი ტანსაცმელები რომლებიც აი ამ ფოროზე გვაქვს მოცემული.მოკლე გაშლილი შავი ქვედაბოლო და ეს მალინისფერი ნაქსოვი ჯემპრი ერთმანეთს ძალიან უხდება ხოლო ეს კრემისფერი შარფი ტანსაცმელს უფრო საყვარელს ხდის.მეორე ხაზში მოცემული გვაქვს მოკლე შავი ქვედაბოლო ყვითელი გრძელი ჟაკეტი და მწვანე მოსახურებელი ასევე შავი გრძელი წინდები და წითელი მასიური შარფი. ხოლო მესამე ზოლში თუ დააკვირდებით შეამჩნევთ რომ იგივე ვედაბილო აცვია რაც პირველ ნახატში ზოლებიანი მაიკა გრძელი შავი წინდები და მწვანე მოსახურავი.

ამით მე გემშვიდობებით ნახვამდის

style 2

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა დაავდო ერთი "style" ი  იმედია მოგეწონებათ.ამ ტანსააცმელს ძალიან უხდებაა ეს
ფეხსაცმელი.

style 3

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მონდა რომ დავდო "style"-ი . იმედოა მოგეწონებათ.  ამდაგვარი ტანსაცმელები ახლა ძალიან მოდაშია . ეს შორტები რომ უბრალო ყოფილიყო ეს "style"-ი ზედმეტად უბრალო იქნებოდა .ამ ტაანსაცმელებს ასეთი მაკიაჟი მოუხდება.

style3

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლები დღეს მინდა დავდო ერთი "style"-ი იმწდია მოგეწონებათ.დღეისთვის შევარჩიე ესეთი კაბა ამ კაბას მოუხდება ასეთი ფეხსაცმელი.
და ასეთი მაკიაჟი

Monday, November 17, 2014

style 4

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო ალბათ უკვე თავი მოგაბეზრეთ ამდენი ინფორმაციებით ამიტომ მინდა რომ დღეს დავდო ერთი "style"-ი. იმედია მოგეწონებათ.
ეხლა ძალიან მოდაშია ამ სტილის კაბები . ჩემი აზრით
ეს კაბა ძალიან დახვეწილია ერთი შეხედვით უბრალო მაგრამ
ორიგინალური ამ ლამაზი სტაფილოსფერი ქამრის გარეშე
ეს კაბა ზედმეტად უბრალო იქნებოდა.ამ კაბას ასეთიფეხსაცმელი მოუხდება.

Sunday, November 16, 2014

ინფორმაცია

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა დაავწერო პისტი თემაზე:10 "ქალური" ნივთი, რომელშიც არ უნდა დაზოგოთ ფული.იმედიაა მოგეწონებათ
ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა გარდერობი სავსეა ტანსაცმლით, არადა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ახალი და ახალი ნივთების შეძენას, რადგან საჭირო მომენტში მაინც არ ვიცით, რა ჩავიცვათ. 
სინამდვილეში კი სულაც არ არის საჭირო, ვხარჯოთ ასტრონომიული თანხები ტანსაცმლის შეძენისას. მთავარია – სწორად შევარჩიოთ გარდერობისთვის საბაზისო ნივთები.
აი, რაზე არ უნდა დავზოგოთ ფული და რა უნდა იყოს ყოველი მოდური ქალის გარდერობში აუცილებლად.

1. თეთრი პერანგი

აუცილებელია, თქვენს გარდერობში მოიძებნებოდეს მინიმუმ ერთი თეთრი პერანგი ან ბლუზა. შესაძლოა, გქონდეთ უამრავი ფერის სხვადასხვა ზედატანი, მაგრამ კლასიკური თეთრი ბლუზა – შეუცვლელი ელემენტია ქალის გარდერობში.

2. მაქმანები

ამ პუნქტთან დაკავშირებით ყველაფერი ისედაც გასაგებია – უნდა გქონდეთ მაქმანიანი ერთი ნივთი მაინც, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი და დახვეწილი!

3. კლასიკური პალტო/ლაბადა

კლასიკური ფორმის და ნეიტრალური ფერის (შავი, თეთრი, კრემისფერი ან ნაცრისფერი) შალის პალტო აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს მოდის მიმდევარი ქალბატონის გარდერობში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ქურთუკებზე, პონჩოებსა და სხვა ზედა სამოსზე; უბრალოდ, კლასიკური პალტო მოუხდება ნებისმიერ სიტუაციას და მომგებიანად გაუსვამს ხაზს მისი მფლობელის სტილს!

4. აქსესუარები

კარგი ტყავის ჩანთა – ნებისმიერი სტილის სავიზიტო ბარათია! არ ღირს ამ აქსესუარზე ფულის დაზოგვა, მოდა ხომ სწორედ წვრილმანებში იმალება.

5. კარგი ფეხსაცმელი

გაიხსენეთ, როგორ შეურჩია ქერი ბრედშოუმ ("სექსი დიდ ქალაქში") Jimmy Choo-ს ფეხსაცმელს იაფიანი კაბა. და ის აბსოლუტურად მართალი იყო: ფეხსაცმელი აუცილებლად ხარისხიანი, მოსახერხებელი და მოდური უნდა იყოს! ბოლოს და ბოლოს, კარგი ფეხსაცმელი – ეს ჩვენი ჯანმრთელობაც არის! ამიტომაც არანაირად არ ღირს ამ აქსესუარში ფულის დაზოგვა: ჩვენს გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს ერთი წყვილი კლასიკური ნავის ფორმის ხარისხიანი ფეხსაცმელი.

6. სამკაულები
სწორედ აქ მოქმედებს წესი "ცოტა, მაგრამ კარგი". ნუ იჩქარებთ უამრავი ბიჟუტერიის ყიდვას; აჯობებს, გქონდეთ ერთი-ორი კარგი, ხარისხიანი და მოდური სამკაული.

7. თეთრეული

ეს არის ის, რაც ყველაზე ახლოს არის თქვენს სხეულთან. თეთრეულის კარგი კომპლექტი – ეს გემოვნებიანი ქალის არჩევანია. მით უმეტეს, რომ ხარისხიან ბიუსტჰალტერს შეუძლია ქალის სილუეტის სწორად წარმოჩენა, ჩვენ კი ეს ნამდვილად გვინდა.

8. ქაშმირი

საბაზისო ნივთები აუცილებლად ბუნებრივი და ხარისხიანი მასალისგან უნდა იყოს შექმნილი. ასე ისინი უფრო დიდხანს გაგიძლებთ! ამ მხრივ ქაშმირი შეუცვლელია!

9. ჯინსი

დღეს დიზაინერები უამრავ ფასონს გვთავაზონებ – სკინი, ქლეში, "ბოიფრენდი" ჯინსები და სხვა. მთავარია, არ დაიბნეთ და საბაზისოდ, პირველ რიგში, კლასიკური, ნეიტრალური ფერის ჯინსი აირჩიოთ – ყოველგვარი დანამატისა და აპლიკაციის გარეშე. მთავარი პირობაა – ჯინსი კარგად უნდა გეჯდეთ ტანზე. ამბობენ, რომ იდეალური ჯინსის ძიებაში შეიძლება მთელი თვეც დაგეხარჯოთ.

10. პარფიუმი

დაიმახსოვრეთ, ყველაზე ძვირფასი და მოდური ჩაცმულობაც კი შესაძლოა გააფუჭოს უხარისხო არომატმა. ამიტომაც პარფიუმის არჩევისას გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა და აირჩიეთ შესაფერისი არომატი!


ინფორმაცია 2

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო და დღეს მონდა რომ დავწერო მოდური, მასიური შარფის შესახებ . იმედია მოგეწონებათ.ზამთრის დროზე ადრე დადგომასთან ერთად, თბილ და მოსახერხებელ აქსესუარებზე ფიქრიც დავიწყეთ. 
 ყველაზე მოდური აქსესუარი, რა თქმა უნდა, შარფია. წელს, ისე, როგორც არასდროს, მოდაშია მასიური შარფები.

დიზაინერები მათ სხვადასხვაგვარ ვარიანტს გვთავაზობენ.
 გარდა ამისა, შეგვიძლია, იდეები ვარკვლავებისგანაც ავიღოთ. ნახეთ,
 როგორ შარფებს ატარებენ ჯესიკა ალბა, ლიზ ჰერლი, კარა დელვინი,
 ჰილარი დაფი
 ეშლი ოლსენი და სხვანი. 

მასიური შარფი არა მარტო
 თბილი და მოსახერხებელია სუსხიან დღეებში,
არამედ ძალიან მოდურიც. 
ამასთან, ზოგიერთი მათგანი თავადაც შეგიძლიათ მოქსოვოთ.

ინფორმაცია 3

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა ვისაუბროთ თემაზე: 7 მავნე ჩვევა რომელიც მთელი დღის გეგმებს ჩაგიშლით. იმედია მოგეწონებათ:

ადგომის ნაცვლად ლოგინში კოტრიალიიმის მაგივრად, რომ გაღვიძებისთანავე წამოხტეს, ბევრი მაღვიძარას დარეკვის დროს რამდენჯერმე "გადაავადებს" ხოლმე. ამ ჩვევას წარმატებისკენ ნამდვილად არ მიჰყავხართ. იმის მაგივრად, რომ დღე მხნედ დაიწყოთ, თავადვე უმზადებთ საკუთარ თავს სტრესს. 

საუზმის გამოტოვებაპირველი საკვების მიღების იგნორირება კიდევ ერთი სტრატეგიული შეცდომაა. დამტკიცებულია, რომ საუზმე "ქოქავს" ჩვენს მეტაბოლიზმს, აფხიზლებს ორგანიზმს. შესაბამისად, ფხიზელი გონება შეცდომების დაშვების რისკებისგან გვიცავს. 

დილით გაზეთების კითხვა და საინფორმაციოს ყურებაგაღვიძებიდან პირველი 3 საათი ყველაზე პროდუქტიულია. იმის მაგივრად, რომ ეს დრო თქვენს გეგმებსა და ჩანაფიქრებს მოახმაროთ, სხვისი ამბებით იმძიმებთ თავს. აბა ამის მერე რომელ პროდუქტიულ დღეზე ფიქრობთ. 

გეგმების არარსებობადამტკიცებულია, რომ დაგეგმილი დღე უფრო ეფექტური და შედეგიანია. თუ ჯერ არ მოგიფიქრებიათ რა და როგორ გააკეთოთ, დიდი მიღწევების იმედი არ უნდა გქონდეთ.

სია არ გაქვთგეგმები მხოლოდ სამსახურში კი არა, ოჯახურ საქმეებშიც 

აუცილებელია. საყიდლებისა და გასაკეთებელი საქმეების სია ამარტივებს ცხოვრებას. 

ინტერნეტიინტერნეტში ქექვისას დრო შეუმჩნევლად გადის, უფრო სწორად, კი არ გადის, იკარგება. ფოსტა, ფეისბუქი, ამინდის საიტი და უკვე მოწყდით რეალურ დროს. 

ნეგატივიდილით ცუდ ხასიათზე დადგომა კიდევ ერთი მავნე ჩვევაა. დილიდანვე არ უნდა შთააგონოთ თავს, რომ წინ უამრავი საქმე გელით. ეს განწყობა სასიცოცხლო ძალებს წაგართმევთ...

ინფორმაცია 4

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა ესეთი მინი ინფორმაცია გავაკეთო თემაზე: 15 რჩევა მათთვის, ვისაც დილით ადგომა უჭირს . იმედია მოგეწონებათ.
ზამთარი კარსაა მომდგარი და ეს იმას ნიშნავს, რომ რომ ყოველდღიურად თბილი ლოგინიდან ადგომა უფრო და უფრო გაგვიჭირდება.
 ჩვენ შევარჩიეთ 15 რჩევა იმისათვის, რომ 
დილაობით თავი მხნედ
 და ენერგიულად იგრძნოთ.
 1. სადილობის დროს ფეხით გაისეირნეთ. დღის განმავლობაში ხშირად იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. ეს ჯანმრთელი ძილისა და მსუბუქი გაღვიძების საშუალებაა. 

2. უმჯობესია, დილის ვარჯიში, სირბილი საღამოს გადაიტანოთ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ზამთარში საღამოს ვარჯიში დილისაზე ეფექტურია.

3. ეცადეთ 20 საათის შემდეგ არ უყუროთ ტელევიზორს, არ იძრომიალოთ ინტერნეტში. 

4. დაწოლამდე საძინებელში არომატული ჩხირები ან არომატული ლამპრები აანთეთ, რაც ძილის განწყობას შეგიქმნით. დაძინებამდე მათი ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ. 

5. არ ჭამოთ ძილის წინ და საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საუზმეზე, საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდებით. დილით მსუბუქი შიმშილის გრძნობით გაგეღვიძებათ. შიმშილის გრძნობა კი სწრაფად გამოგაფხიზლებთ.

6. თუ გეძინებათ, დაიძინეთ. იმ შემთხვევაშიც კი თუ გგონიათ, რომ ადრეა. ძილის დამატებითი 1-2 
საათი მხნესა და აქტიურს გაგხდით.

7. დაძინებამდე ოდნავ ღია დატოვეთ ფანჯარა. დილით სუფთა ჰაერიც გამოგაფხიზლებთ. 

8. მაღვიძარა საწოლიდან მოშორებით (უმჯობესია საძინებლის შორეულ კუთხეში, კარის უკან ან საერთოდ სხვა ოთახში) დადგით. მის გამოსართველად კი აუცილებლად მოგიწევთ ადგომა

9. უმჯობესია, მაღვიძარაზე რაიმე სასიამოვნო მელოდია დააყენოთ. თუნდაც ენერგიული, რომ უცბად გამოფხიზლდეთ. 


10. გაღვიძებისას გაიღიმეთ და გაიფიქრეთ, რომ დღეს საინტერესო თავგადასავალი გელით. ან წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში რომ არ მიხვიდეთ აუცილებლად გაფუჭდება საქმე, კოლეგები უთქვენოდ მოიწყენენ და ა.შ.

11.
 გაღვიძებისას რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ-ამოისუნთქეთ. დაიზილეთ თითები, ხელიგულები, თბილი თითებით კი ყურებიც დაიზილეთ.

12
. ყოველ საღამოს დაისახეთ მიზანი, რომელიც დილით უნდა განახორციელოთ. გაღვიძებისთანავე გადასწიეთ ფარდები, აანთეთ შუქი, ეს უფრო სწრაფად გამოგაფხიზლებთ.

13
. გააღეთ ფანჯარა (ყინვაშიც კი) და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეს პროცედურა გამოგაფხიზლებთ და სისხლის მიმოქცევასაც გაგიუმჯობესებთ.

14
. საუზმობამდე დალიეთ 1 ჭიქა ცივი წყალი. ეს გაღვიძებასაც შეუწყობს ხელს და ორგანიზმსაც მოამზადებს საკვების მოსანელებლად.

15
. დაბოლოს, ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას რომ 5 წუთი "წაიძინოთ". ეს 5 წუთი შეიძლება ნახევარი საათი გაგრძელდეს.


style 5

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო
ამ ფოტოზე მოცემული გვაქვს რამდენიმე
ტანსაცმელი . როცა ამ ტანსაცმელებს დავაკვირდებით დავინახავთ რომ
ღია და ხალისიანი ფერებია გამოყენებული . ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ ისევ და ისევ ღია და სახალისო ფერის აქსესუარები მაგალითად ესეთები

                                                   მაკიაჟისთვის
                                             გირჩევთ ღია                                                       ფერები გამოიყენოთ
                                                         

Tuesday, November 11, 2014

style 6

გამარჯობათ ძვირასო მომხმარებლებო დღეს მინდა ისევ და ისევ ზაამთართან დაკავშირებით დავდო პოსტი. იმედია მოგეწონებათ =)
ეს ზამთრის ლამაზი  ქალის მწვანე პალტო
ძალიან ლამაზია . ის ღია და სახალისო
ცოცხალი ფერია ამიტომ მომწონს ეს პალტო. ამ პალტოს ძალიან მოუხდება ასეთი ფეხსაცმელი.ჩემი აზრით ეს ფეხსაცმელი ძალიან უხდება ამ პალტოს რადგან ისინი ერთმანეთის შესაფერისია
ესეთი ეხსაცმელი ძალიან მოდურია ეხლა . ამ "style"-ს მოუხდება ასეთი მაკიაჟი. ამით
მე გემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ

Sunday, November 9, 2014

ინფორმაცია 5


გამარჯობათ ძვირასო მომხმარებლებო .ეს ბოლო დროებია ძალიაან მოდაშია მოკლე კაბებიი ყვავილების პრინტებით,ან უბრალოთ ფერადი ზოლებით. ამ სურათებზე მოცემული გვაქვს რამდენიმე ამდაგვარი კაბა იმედია  მოგწონთ. ეს კაბები მართალია ზაფხულისაა მაგრამ თუ ამ ყველაფერს ჩავიცმევთ კალგოტკაზე და თბილ ნაქსოვ ჟაკეტზე მაშინ ზამთარშიც გამიოსადეგი იქნება.

style 7

გამარჯობათ ძვირასო მომხმარებლებო ისევ და ისევ მინდა დავდო ერთ-ერთი ასევთქვათ "style" -ი მაშ ასე დავიწყოთ:     ეს ტანსაცმელი გამოდგება ზაფხულისთვის. ძალიან ნაზი ტანსაცმელია რადგან ღია კრემისერი ფერებია გამოყენებული.ამ ტანსაცმელსასეთი მაკიაჟი მოუხდება:

Friday, November 7, 2014

style 8

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო მინდა დავდო ერთი "style" იმედია მოგეწონწონებათ. მართალია ზაფხულისაა მაგრამ ძალიან მომეწონა.
ამ სურათზე მოცემული გვაქვს ჯინსის 
კაბა და შავი აქსესუარები ჩემი აზრით ამ
ტანსაცმელს ასეთი მაკიაჟი მოუხდება:ასევე შეიძლება სეთი აქსესუარი შეუაბამოდ
Add caption

Thursday, November 6, 2014

ზამთარი რჩევა

გამარჯობათ ძვირფასო მომზმარებლებო რადგან როდის ზამთარო მინდა რომ რამდებიმე ზამთრის "style"-ს პოტოს დავდებ.ეხლა ძალიან ნოდაშია ნაქსოვი მაიკები ამ სურათზე მოცემული გვაქვს რამდენიმე ამის მსგავსი მაიკა
. ასეთ მაიკებს უხდება მოტკუცული შარვლები. მაგალითად
 როგორცმოცემული გვააქვს ამ სურათებზე.

style

ხელებზე ჩამოსაცმელი გრძელი ხელთათმენები უკვე 2-3 წელია რაც ძალიან პოპულარული გახდა . ამ ზამთარსაც ის ძალიან მოდაშია .
მე ესეთი სტილის ხელთათმანები ძალიან
მომწონს . ამ სტილის ხელთათმანები 
მოუხდება ზამთრის თბილ საყვარელ ტანსაცმელს. ამდაგვარი ტანსაცმელი ფოტოზე გვაქვს მოცემული .
ჩემი აზრით ამ ტანსაცმელს ეს ხელთათმანები ამ ტანსაცმელს ძალიან მოუხდება . 
ცოლო ამ "style"-ს კი ესეთი მაკიიაჟი მოუხდება. ჩემი აზრით ეს 3 ერთმაანეთს უხდება . 

ამით მე თქვენ დაგემშვიდობებით და 
თუ მოგწონთ ჩემი
გვერდი გთხოვთ 
follow

ვიდეო

გაამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო მინდა რომ რამდენიმე ვოდეო დავდო მაკიაჟთან დაკავშირებით იმედია მოგეწონებათ




ასევე მინდა დავდო კიდევ ერთი ვიდეო რომელიც მაიაჟთანაა დაკავშირებული



იმედია მოგეწონათ






Wednesday, November 5, 2014

komentari

გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო ბოდიშს გიხდით რომ ზოგ ფოტოს არ ხსნის :(

თუ საკუთარი თავი გიყვართ

ალბათ,ბევრი ჩაილაპარაკებს ირონიით თავისი თავი ვის არ უყვარსო მაგრამ აბა ჩაიხედეთ გულში, განა ყოველთვის ახერხებთ მიხედოთ თქვენს თავს თქვენს გარეგნობას , გაიჯანსაღოთ სხეული და კანი გაიმხნევოთ გუნება-განწყობა ? ალბათ არა . განა არ გსურთ !? მაგრამ ხან დაღლილი ხართ , ხან დრო არ გყოფნით ხან კი ფინანსები,ხანაც კი უბრალოდ გეზარებათ. ეს ყველაფერი გასაგებია , რადგან ყველა ეს მიზეზი რეალური და , ხშირად ობიექტურიცაა . მაგრამ ეს მიზეზები შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და შედეგად- არაფერი გარდა ჩალურჯებული თვალებისა,მოდუნებუი სხეულის და  მოშლილი ნერვების . ყოველივე ეს რომ არ მოხდეს , თქვენი ჯიბეც რომ არ დაზარალდეს და თან ყველაფერი ეს ძალიან საინტერესო და სახალისო იყოს ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი დაქალი (ან ოჯახის წევრი) რომ ერთად შეუდგეთ საქმეს. თუ ისეთი სამსახური დაქვთ რომ დილით ვერ ასწრებთ უახლოეს ოარკში ან სკვერში გასეირნებას აუცილებლად გააკეთეთ დილის ვარჯიშები ღია ფანჯარასთან ამის შემდეგ , მიიღეთ ცხელი შხაპი და სახეს მიხედეთ : სახე გაიწმინდეთ "ტინიკით" ან სპეციალური კოსმეტიკური რძით შემდეგ წაისვით ტონალური კრემი და ბოლოს მაკიაჟი . როცა რამეს შეჭამთ ჭამეთ დინჯადნ და აუჩქარებლად . უქმე დღეები გაატარეთ იმაში რაც თქვენ მოგწონთ , გაერთეთ მეგობრებთან ერთად და ა.შ          
ვისაც მოგწონთ ეს გვერდი გთხოვთ follow

halloween



რადგან ცოტა ხნის წინ იყო HALLOWEEN-ი ვდებ ვიდეოს ამასთან დაკავშირებით

Tuesday, November 4, 2014

ზამთარი

გამარჯობათ ძვერფასო მომხმაარებლებო რადგან მოდის ზამთარი და მონდა რამდენიმე
ზამთრის ფეხსაცმლის პოტო დავდო :  
ეს ეხსაცმელი რომელსაც "უგი" ჰქვია (იმედია სწორედ ვამბობ სახელს) შარშან ძალიან
პოპულარული იყო მართალია ეს ძველი მოდელია
მაგრამ მე ის ძალიან მომწონს. ამ სურათზე მოცცეემული
გვაქვს სერი ანუ ვერცხლისფერი "უგი".
შიგნიდან გათბილული ფეხსაცმელი და წყალგაუმტარი
ჩემი აზრით ზამთრისთვის შესაფერისია
             











ეს ფეხსაცმელი მაღალ ქუსლზეა შიგნიდან დათბილულია მას შევსებული ქუსლი აქვს ამიტომ მოხერხებულად შეგვიძლია გადავადგილდეთ ჩემი აზრით ეს ფეხსაცმელი ძალიან ლამაზია.
რომელი style ი მოგწონთ ყველაზზე მეტად ?