გამარჯობათ , რამდენიმე წუთის წინ დავდე პოსტი თემაზე: თუ როგორ უნდა ვატაროთ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები ხოლო ახლა მინდა ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვიდეო დავდო იმედია მოგეწონებათ.
fashion
Total Pageviews
Sunday, March 8, 2015
გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო დღეს მინდა დაგელაპარაკოთ თემაზე "როგორ ვატაროთ მაღალი ქუსლები დისკომფორტის გარეშე" იმედია მოგეწონებათ.
ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა წვეულების შემდეგ მაღალი ქუსლებისგან გათანგულს კოჭლობით გვივლია.
პატარა საიდუმლო, რომელსაც ახლა გასწავლით, ამ პრობლემას სამუდამოდ დაგავიწყებთ. მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ, რომ მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა არ გატკინოთ ფეხები:
ფეხის მესამე და მეოთხე თითები მჭიდროთ შეიკარით სამედიცინო ლეიკოპლასტით, შეგიძლიათ სკოტჩითაც და თამამად ჩაიცვით ნებისმიერი სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი.
აბსურდული რჩევა გგონიათ? სულაც არა! სწორედ ამ ორ თითს შორის მდებარეობს ნერვი, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, როცა მასზე დაწოლა ხდება. ეს დაწოლა კი თითქმის გარდაუვალია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულის შემდეგ. თუკი თითებს მჭიდროდ შეიკრავთ, ნერვს დამატებით ზეწოლას თავიდან ააცილებთ და ფეხსაცმელიც ბოლომდე კომფორტულად გემსახურებათ.
ქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ ისეთი ქალურია! მის გარეშე წარმოუდგენელია ქალი მისთვის მნიშვნელოვან დღეს. იმედია, ეს რჩევა ბევრ თქვენგანს გაუადვილებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას; ხოლო მათთვის კი, ვისაც ეცოტავება ფეხსაცმელი გარდერობში, კიდევ რამდენიმე რჩევა თუ რეკომენდაცია გვაქვს:
1. დაწყებისთვის მინდა გირჩიოთ რომ დაიწყოთ სქელ - ქუსლიანი ფეხსაცმლით მასში სიარული ყოველთვის ადვილი და კომფორტულია .

2.როცა შეამჩნევთ რომ სქელ ქუსლიან ფეხსაცმელზე სიარული თავისუფლად შეგიძლიათ მაშინ თავისუფლად გადადით წვრილ ქუსლიან ფეხსაცმელზე .
Wednesday, March 4, 2015
ვარცხნილობა – შენი ყოველდღიური იმიჯის ნაწილია და მასზე ბევრით არის დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოიყურები და რა შთაბეჭდილებას მოახდენ გარშემომყოფებზე.
სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი ყურადღებას არ აქცევს თმას და ამის გამო ხშირად არც ისე კარგად გამოიყურება. არადა, ვარცხნილობის (თანაც, ორიგინალურის) გაკეთება ძალიან მარტივია. სულ რაღაც 5 წუთში შეგიძლია შეუდარებელი გახდე.
სცადე ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან რომელიმე და ნახავ, რამხელა როლს თამაშობს ვარცხნილობა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
1. რომანტიკული ვარცხნილობა. ე.წ. ჩოლკა უნდა გაყო ოთხ ნაწილად. შუა განაყოფის მარცხნივ და მარჯვნივ დაიწანი "ჩოლკა" შეძლებისდაგვარად ერთნაირად. ეს ვარცხნილობა განსაკუთრებით მოუხდებათ მაღალშუბლიან გოგონებს.
მეტი ინფორმაციისთვის შედით მოცემულ ლინკზე: http://www.marao.ge/moda/style/8813-5-tsuthshi-sakuthari-khelith-gakethebuli-sadghesastsaulo-da-yoveldghiuri-varckhniloba.html

8 ნივთი
გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლებო და პირველ რიგში ბოდიში ამხელა პაუზისთვის რომ ამდენი ხანი არაფერს არ ვპოსტავდი ;) . მაშ ასე დღეს მე დავწერ პოსტს თემაზე "8 ნივთი, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან" იმედია მოგეწონებათ.
1. ჯინსი არასდროს "დაბერდება" - მთავარია, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფასონის შარვალი. მოტკეცილი ჯინსი გამხდარს გამოგაჩენთ. იგი ჩექმასაც უხდება და ბოტასსაც. ხოლო თუ ფეხსაცმელთან ჩაიცვამთ და ჯინსს შესაფერის ბლუზას შეუხამებთ, წვეულებაზეც შეგიძლიათ წახვიდეთ.
2. ქაშმირის სვიტერი - მართალია იაფი არ ღირს, მაგრამ წლები მოგემსახურებათ. შეგიძლიათ შალის თხელი მრგვალგულიან ან სამკუთხედგულიანი ჯემპერით ჩაანაცვლოთ. შეარჩიეთ სასურველი ფერის. გააფორმეთ ან ბროშით, ან შარფით. გახსოვდეთ შალისა და ქაშმირის სამოსი თბილ წყალში, ხელით უნდა გარეცხოთ და სასურველია შამპუნით.
3. ტყავის ქურთუკი - ყველა ქალს უნდა ჰქონდეს გარდერობში ტყავის სამოსი. ეს შეიძლება იყოს კლასიკური ფასონის, ელვაშესაკრავიანი სპორტული ქურთუკი, ტყავის პიჯაკი, ან ლაბადა. ტყავის ქურთუკი კარგად ეხამება ტვიდის, ველვეტის ან ჯინსის შარვალს. აგრეთვე მინი ქვედაკაბას.
4. მაღალყელიანი ტყავის ჩექმა - ელეგანტურად ეხამება მინი ქვედაკაბას, მოკლეტოტიან შარვალს. ჩექმაში ჩატანებული ჯინსი კი მუდამ აქტუალურია.
5. ტყავის ჩანთა - ნუ დახარჯავთ ფულს იაფფასიან, ყოველდღიურ ჩანთებზე. "შეიძინეთ ერთი და ხარისხიანი" - ეს ფრაზა ალბათ ხშირად გსმენიათ და იგი ჩანთასაც ეხება. ტყავის ჩანთა ისეთი სტილის შეარჩიეთ, რომ სამსახურშიც ატაროთ, წვეულებაზეც და სასეირნოდაც. იგი 10 წელი გემსახურებათ და მისი გადაგდება დაგენანებათ.
6. მოკლე ლაბადა - გაზაფხულსა და ზაფხულზე თქვენი დამცველი გახდება. თუ სამოსსაც იდეალურად შეუხამებთ, მოხდენილ და სექსუალ ქალად გაქცევთ. ეს კლასიკური სამოსი მუდამ აქტუალური იქნება და მოდიდან არასდროს გადავა. შეგიძლიათ მაღალყელიან ჩექმას და მოკლე კაბას ან დაბალანჩიან ფეხსაცმელსა და შარვალს შეუხამოთ. გაამარავალფეროვნეთ შარფით, ქამრით ან ბროშით.
7. ფეხსაცმელი - დიზაინერები ხშირად გვანებივრებენ ფეხსაცმლის ახალ-ახალი ფასონით, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, კლასიკური ფეხსაცმელი მოდიდან არასდროს გადავა. იგივე ტყავის ქუსლიანი "ნავები" ავიღოთ. არ არსებობს სამოსი, რომელიც მას არ მოუხდეს. თანაც, იგი ფეხს უფრო მოხდენილსა და გრძელს აჩენს.
8. კარდიგანი (გრძელი, ნაქსოვი ჟაკეტი) - იგი თქვენს გარდერობში შეუცვლელი სამოსი გახდება. ან თანამედროვე ვარიანტი აირჩიეთ, ან კლასიკური. კაბასაც იდეალურად უხდება და შარვალსაც. თავად კი შარფით ან ბროშით გააფორმეთ.

Tuesday, December 16, 2014
Sunday, December 14, 2014
გამარჯობათ ძვირფასო მომხმარებლები დღეს ვწერ პოსტს თემაზე "ფოტოგენური ადამიანები არ არსებობენ! დაიმახსოვრე ეს რჩევები, თუ გინდა, ფოტოზე შეუდარებლად გამოხვიდე" იმედია მოგეწონებათ.
1. ასეთ პოზაში, როგორც წესი, რომელიმე ღირსშესანიშნაობის ფონზე იღებენ ფოტოებს. მსგავსი პორტრეტების გადაღება უმჯობესია ზემოდან ქვემოთ. სხვაგვარად სხეულის ნაკლოვანებები გამოჩნდება. ნუ მოიხრები, ასწიე თავი მაღლა, გაიღიმე და ფოტო შეუდარებელი გამოვა.
10:00 / 12. ოდნავ აიწიე ცერებზე და შეატყუპე ფეხები, ასე ფეხები გრძელი გამოჩნდება, ხოლო უკანალი – აწეული.3-11-2
0143. შეეცადე შეზნიქო მუცელი, და არ ჩამოუშვა ხელები. ფეხები ბევრად ლამაზი გამოჩნდება, თუ მათ გადააჯვარედინებ.
4. თუკი შეზლონგზე ფოტოს გადაღება გადაწყვიტე, ნუ დაწვები მასზე მთლიანად. დაეყრდენი ერთ ხელს, ხოლო მეორეთი დაიფარე მუცელი. მუხლები აჯობებს შეატყუპო.
5. პროფილში სურათის გადაღებისას არამც და არამც არ მოიხარო. სხეულის პრობლემური ადგილი შეგიძლია ხელით დაიფარო და სხეულის სიმძიმე კამერისგან მოშორებით მდებარე ფეხზე გადაიტანო. შეზნიქე მუცელი და გაიღიმე!
6. იმისათვის, რომ კარგად გამოხვიდე ფოტოზე, საკმარისია, არ მოიხარო და ელეგანტურად გადააჭდო ფეხები ერთმანეთზე.
7. ახლო კადრით პორტრეტის გადაღებისას ოდნავ გვერდზე მიტრიალდი, ასწიე ნიკაპი და შეხედე კამერას.
ეს რჩევები მაშინაც გამოგადგება, თუკი მოულოდნელად აღმოჩნდები კამერის წინ.
Subscribe to:
Posts (Atom)